|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იქნება ნორტ-დამი ისეთივე, როგორიც იყო? -სამწუხაროდ, არა"

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, 18.30 საათზე გაუჩნდა. ცეცხლი მოედო მეცამატე საუკუნის ხის ხარაჩოებს და ტაძრის გოთიკური სტილის კოშკურა მთლიანად ჩამოინგრა. რამდენიმე საათის განმავლობაში ხანძრის ჩასაქრობად  400-მდე  მეხანძრე იბრძოდა. 

ცეცხლის ჩაქრობა 23 საათისათვის მოხდა, მოხერხდა ტაძრის რელიქვიის - იესოს  ეკლის გვირგვინის და და წმინდა ლუის ტუნიკის გადარჩენა. 
ხანძრის  გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ემანუელ მაკარონი 20 საათზე სიტყვით უნდა გამოსულიყო,  თუმცა მან გეგმები შეცვალა და დელეგაციასთან ერთად ნოტრ-დამთან მოვიდა, მას თან ახლდა მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება. როგორც ცნობილი გახდა, ფრანგი მილიარდერი ტაძრის  აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. 

ათასობით ადამიანი დაჩოქილი ლოცულობდა ტაძრის გადასარჩენად. "იქნება  ნორტ-დამი ისეთივე, როგორიც იყო? - სამწუხაროდ, არა. საფრანგეთმა დაკარგა თავისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი", - აღნიშნავენ პარიზელები.

 

 

 

 

 ფოტოზე: ნორტ დამი ხანძრის შემდეგ

ავტორი: ეკა ლელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა