|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანიამ იმერეთში მაჟორიტარობის 9 კანდიდატი დაასახელა

 ირაკლი ალასანიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.  ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ სახელით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისათვის 53 მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძოლებს. (სულ 73 ოლქია)

 იმერეთში 9 კანდიდატი დასახელდა. პარტიას ქუთაისში სამივე მანდატის პრეტენდენტი ყავს- როგორც "ნიუპრესისათვის" იყო ცნობილი, ქუთაისის მაჟორიტარობისათვის პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ხაზარაძე და ასევე ბიზნესმენი გია გუმბერიძე იბრძოლებენ.  ხოლო მესამე კანდიდატის ვინაობა, რომელიც ცნობილი გახდა, ჟურნალისტი ლელა სებუაა.

რაც შეეხება რეგიონს,   ბაღდათისა და ხარაგაულის მანდატისათვის, როგორც უკვე ცნობილი იყო  ზურაბ მაჭავარიანი იბრძოლებს, ზესტაფონში - მალხაზ ბაბლიძე.  ხონისა და ვანის გაერთიანებული მანდატის მოპოვებას გერასიმე მჟავანაძე შეეცდება, სამტრედიაში ფატი მანჯგალაძე, ჭიათურაში - თემურ გაფრინდაშვილი, წყალტუბოში კი ვალერი ჩეჩელაშვილი  გამარჯვებას შეეცდება.

პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატი არ ყავს ტყიბულსა და საჩხერეში.

შეგახსენებთ, გუშინ, ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების" რიგით მეოთხე ყრილობაზე ასევე პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა