|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე(R)

ირაკლი კობახიძემ  გუშინ,  ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიფინდი გამართა. "„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს. მათ შორის ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში  გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ნაც. მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის  თენგიზ გუნავამ სცადეს აღნიშნული ინციდენტის „შეფუთვა“.

ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.

ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენ აქტივს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა