|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება უკეთესი გახდეს" (R)

ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევისა და ჯუგაანის ამომეჩეველს შეხვდა.

 კანდიდატმა შეხვედრისას ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და მათგან კონკრეტული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება უკეთესი გახდეს. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოციალურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია, გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. ვხედავ ამ პროცესების აქტიური მონაწილეები ხართ და მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი”,-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა