|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი შიოლაშვილი სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა(R)

 “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს ,,ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შიოლაშვილის თქმით, განვითარების პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია 8 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს.

„ამ სოფელს სჭირდება ტურისტული კუთხით განვითარება და ხელშეწყობა.ამისათვის  ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მნიშვნელოვანია ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილებისა და სპორტული მოედნების მოწყობა“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობას “მთის კანონის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„თქვენი სოფელი მაღალმთიანია. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს. ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები მიგრაციას შეაჩერებს“,- აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა