|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ის რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ - მიხეილ სააკაშვილი

არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის რაც ახლა ხდება ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების მიმართვისას განაცხადა. 

 მისი თქმით, მას ძალიან უკვარს უკრაინა, მაგრამ უფრო მეტად უყვარს საქართველო, რის გამოც დაბრუნდა ქვეყანაში. 

 

„მე მინდა, პირველ რიგში, მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს, მივესალმო საქართველოს საზოგადოებას და მე მინდა დაგისვათ კითხვა. მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების, არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა?

არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ.

მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, მატერიალურად ვიყავი კარგად, ამ ყველაფერზე უარი ვთქვი და ჩამოვედი საქართველოში.  ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი, შეიძლებოდა გზაში მოვეკალით, ჩამოსვლისას, მაგალითად, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას ან დილეგში ჩავესვი,  საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური. ალბათ,  ძალიან ბევრი ადამინი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. მე ძალიან მიყვარს უკრაინა, სადაც 17 წელი გავატარე, მაგრამ  გიჟივით მიყვარს საქართველო,  სადაც დავიბადე და გავიზარდე" -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ავტორი: ნიუპრესი