|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაზე შეთანხმდნენ ქუთაისის მერი და ბიძინა ივანიშვილი?

საინიციატივო ჯგუფის- ”ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს”  დამფუძნებლის მალხაზ ფხაკაძის  განცხადებით,  ქუთაისში  საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისათვის  ადგილის შერჩევა  აქტიურად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, კომპლექსი 40 ჰა ტერიტორიაზე განთავსდება.

ფხაკაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერი შოთა მურღულია ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, სადაც ივანიშვილმა  მას განუცხადა, რომ პროექტის ქუთაისში განხორციელების გადაწყვეტილება საზოგადოების აქტიური მოთხოვნის შედეგად მიიღო.

იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლებამ ხალხს მოუსმინა, რაშიც დიდი წვლილი ქუთაისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და თქვენ, ჟურნალისტებს მიგიძღვით. ამ ეტაპზე გეოლოგიურ დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ სად  აშენდება უნივერსიტეტი ქუთაისში”,- აღნიშნა ფხაკაძემ.

რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს და ნამდვილად შეხვდნენ, თუ არა ერთმანეთს ქალაქის მერი და ბიძინა ივანიშვილი, ამაზე პასუხს "ნიუპრესი" ქუთაისის თვითმმართველობიდან ელოდება. 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. პროექტი 250 მილიონი ევრო დაჯდება.

 

 

 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა