|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიძინას სათამაშოების" ბუჩქებზე დაკიდების გამო სასამართლომ "გაბედეს" წევრს 1000 ლარის გადახდა დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბუჩქზე "ქართული ოცნების" ლიდერებით გამოსახულებით ფოტოების ჩამოკიდება სამართალდარღვევად ცნო და სამოქალაქო მოძრაობის "გაბედე" წევრს გაგი ახალაძეს 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

"გაბედეს" აქტივისტი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მოსამართლე დარინა აბულაძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გაგი ახალაძის ადვოკატი. მისი განმარტებით, მხოლოდ დასაბუთებული დადგენილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი, რატომ სცნო მოსამართლემ ბუჩქზე ფოტოების ჩამოკიდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

"კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ რეალურად არა გვაქვს სასამართლო და სასამართლო არის "ქართული ოცნების" ერთ- ერთი სტრუქტურა. საჯარიმო ოქმი რეალურად გამოწერა ჭიღვარიამ, რომელიც გააპრავა სასამართლომ, მაშინ როდესაც ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფებმა დააზიანეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ერთი ადამიანიც კი არ უცვნიათ სამართალდამრღვევად. ვაპირებთ სააპელაციოში გასაჩივრებას, არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს სამართლის, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამხილოთ მთლიანი სასამართლო სისტემა", -განაცხადა გაგი ახალაძემ.

შეგახსენებთ , 11 დეკემბერს გაბედეს აქტივისტებმა საპროტესტო პერფორმანსი ჩაატარეს და ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდების სცადეს, რის უფლებაც არ მიეცათ.  საბოლოოდ ფოტოები ბუჩქებზე დაკიდეს. მერიამ ჯარიმა 150-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოწერა, რაც კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთის თვითნებურად განთავსებას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა