ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობა სასამართლომ შეაჩერა
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობა შეჩერებულია.
საქმე ეხება ჯავახიშვილის N24-ში მდებარე ზურაბ ფილიპიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაწყებულ მშენებლობას, რომელიც მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა. ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც "გამარჯვების" ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძეც შეუერთდა.
დეპუტატის განცხადებით, მერიას ქალაქის აღნიშნულ ზონაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება არ ქონდა. ქათამაძის განცხადება მერიაში კომპეტენციის ნაკლებობად შეაფასეს.
მოსახლეობამ დეპუტატთან ერთად სასამართლოს მიმართა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქმე წარმოებაში მიიღო. ადვოკატ რობინზონ ხურცილავას განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული აქტების მოქმედება და მშენებლობა შეჩერებულია.
ამ დროისათვის უცნობია, როდის განიხილავს სასამართლო აღნიშნულ საქმეს.
ავტორი: ადმინი