|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჯახუას სასამართლომ გირაო დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  გიორგი ჯახუას  2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

ჯახუას ბრალი 265 მუხლის მე- 3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რომელიც 6 დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირის სახლიდან პოლიციამ  ორი ძირი კანაფი ამოიღო.

ჯახუას თქმით, პოლიცია მის სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა.

სასულიერო პირის ინტერესებს "გირჩის" ადვოკატი ვალერი თევდორაძე იცავს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი