|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯერჯერობით საქართველო მწვანე ზონაში ვრჩებით - ამირან გამყრელიძე

 კორონავირუსის შემთხვევევის მატების მიუხედავად, ჯერჯერობით საქართველო მწვანე ზონაში ვრჩებით -  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ქვეყანა მაინც მწვანე ზონაში რჩება.

ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4 665, სექტემბერში  – 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.

„იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც არის დაწესებული“ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა