|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Jessie J კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება [R]

თანამედროვე პოპ მუსიკოსის Jessie J  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.  

 მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:


06/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883

გასვლა- თბილისი

ჩასვლა-Black Sea Arena

ჩასვლა-ბათუმი

გამოსვლა-ბათუმი

გამოსვლა-Black Sea Arena

ჩამოსვლა- თბილისი

12:40

17:25

18:23

23:50

0:38

5:15

 

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს -  №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი-ბათუმს  და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს,    გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა