|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

FOUR LINES-ქუთაისური ჯგუფი ტალინის ფესტივალზე

ქუთაისელი მუსიკოსების ჯგუფი FOUR LINES ტალინის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.

ჯგუფი 4 წევრისგან შედგება. მათი განცხადებით, ფესტივალზე  ჩანაწერი სრულიად შემთხვევით გააგზავნეს, საიდანაც რამდენიმე დღეში მიწვევა მიიღეს.

„ჩანაწერი გავაგზავნეთ მუსიკალურ ფესტივალზე, “Tallin Music week”, საიდანაც მოწვევა მოგვივიდა. კონკურსი საერთაშორისოა და მასში 33 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.  საქართველოს ჩვენ წარმოვადგენთ. ჩვენთვის ეს ფესტივალი ახალი შესაძლებლობები, შანსები და გამოწვევებია“,-განუცხადა ჯგუფის წევრმა ხატია მაღლაკელიძემ "ნიუპრესს".

მისი თქმით, მათ მიერ შექმნილი კომპოზიციები არც ერთ კონკრეტულ ჟანრში არ ჯდება: "ეს არის სხვადასხვა მიმართულებების მოტივების გაერთიანება“,-ამბობს ნათია მაღლაკელიძე.

ჯგუფის შექმნის ისტორია ჰოლანდიელ ტურისტს უკავშირდება. ჯგუფის წევრები ნათია მაღლაკელიძე და ნანა ყურაშვილი  ქუთაისში ერთ-ერთ ბარში უკრავდნენ.  გოგონების  მიერ შესრულებული კომპოზიცია ჰოლანდიელ ტურისტს იმდენად მოიწონა, რომ  მათი პირველი ალბომის დაფინანსება გადაწყვიტა. ამას კი ჯგუფის- FOUR LINES შექმნა მოყვა. ჯგუფის სახელის შერჩევაში მონაწილეობა ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა მიიღო.

 

Tallin Music Week- ფესტივალი 27 მარტს დაიწყო და 2 აპრილს დასრულდება. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა