|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერი შემრჩა ხელში“

ფეისბუქმომხმარებელი GoDee KiLadzee სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ზედაზნის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. თქვენ დღეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალდებულების არაჩვეულებრივი შესრულებით დაგვიმტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა, თქვენი სახით, მართლაც რომ, გულისხმიერი და მზრუნველი ადამიანის ხელშია“ - წერს ის.

ასევე, დეტალურად ყვება, თუ რა შეემთხვა ზედაზენზე: „თოვლში ჩავრჩი ზედაზენზე. საკმაოდ დიდი თოვლი იყო. რომ მივხვდი, ვერ ავიდოდი, უკან დავიხიე და დავსრიალდი. ჩაჯდა არხში მანქანა... დახმარება ვითხოვე. ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში.  გადმოხტა მანქანიდან, საბუქსირე არ გვქონდა, ვერ ამოვიყვანეთ. ვინც ახლდა, იმან, სხვა ვინმე გამოივლის, ბუქსირი ვისაც ექნება და ამოგიყვანსო. პრემიერმა რა სხვაო, გადახტა, რომელი ბორბალიც გვქონდა ჩაფლული იმ მხარეს ტალახში, ამოიყენა გვერდზე, ვინც ახლდა, მომაწვნენ და ამომიყვანეს. სულ დავუსვარე ტანსაცმელი, ტალახი მიეყარა, ბოდიშები და მადლობები გადავუხადე. თან უხერხულად ვიგრძენით თავი, რომ დაისვარნენ, თუმცა ამავდროულად, გვეამაყებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და საქართველოს პირველმა პირმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ გამოგვიწოდა დახმარების ხელი“.

 

info9.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა