|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკო რეგისტრაციის არ მქონე ამომრჩევლებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციის არ მქონე ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეგიტრაცია 1 -ელ აგვისტომდე გაიარონ.

ამომრჩევლისათვის რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობისათვის იუსტიციის სახლის ფილიალები შაბათ-კვირას, 30-31 ივლისს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე იმუშავებენ. ასევე  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია იმისათვის, რომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითების საფუძველზე.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა