|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იუსტიციის სახლის წინ ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად კვიპარისებს დარგავენ

31 აგვისტო ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამ დღის  აღსანიშნავად ყოველწიურად კვიპარისის ხეები ირგვება.

წელს ქუთაისში ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად "სიცოცხლის ხეები" იუსტიციის სახლის წინ დაირგვება.

ორგანიზაციის "ახალი გზა" მენეჯერის ზაზა ქარჩხაძის განცხადებით, ეროვნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში მარადიული ხეების დარგვის  ტრადიცია აქვთ,  წელსაც ამ აქციით პატივს მიაგებენ ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას. აქციას ერთობლივად ახორციელებენ ორგანიზაციები "ახალი გზა" და "რუბიკონი".

არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმას  მოითხოვენ.

 „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე“  2001 წლიდან აღინიშნება. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, გლობალურად ყოველ წელს ზედოზირების შემთხვევების გამო ასეულ ათასობიოთ ადამიანი იღუპება.

შარშან  „სიცოცხლის ხეები“  მე–11 სკოლის ტერიტორიაზე დაირგო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ მიერ დარგულ ხეებს პატრონობენ და რწყავენ და უვლიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა