|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 ვერძებს ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, მაგრამ არც მთლად წარმატებული წელი ელით. თუმცა წლის დასაწყისში უბედურებას არაფერი მოასწავებს. 2015 წელს გაწეული ტიტანური შრომა შეუმჩნევლად არ დარჩენილა და ნაყოფს მაიმუნის წლის დასაწყისშივე გამოიღებს.

სამუშაო პროცესში სრულყოფილად დაბრუნებას მხოლოდ შემოდგომაზე მოახერხებს, ამ დროისთვის კი მისი პოზიციები საგრძნობლად შერყეული იქნება. ზოგიერთ ვერძს სამსახურიდან გაათავისუფლებენ ან დააქვეითებენ, რაც მას დეპრესიაში ჩააგდებს. პოზიციების აღდგენას ვერძები მხოლოდ 2017 წელს მოახერხებენ, ისიც იმ პირობით, რომ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნის უფლებას თავს არ მისცემენ. კარიერის განვითარებისთვის წარუმატებელი თვეებია ივნისი და აგვისტო.

ვარსკვლავები კუროებს ძალიან რთულ და დაძაბულ წელს უქადიან. საქმე კონკურენციაშია, რომელიც 2016 წლის გაზაფხულისთვის უკიდურესად გამძაფრდება. კუროს ყველა საყოფაცხოვრებო თუ სასიყვარულო საქმეების გვერდზე გადადება და თავისი პოზიციების დაცვაზე კონცენტრაცია მოუწევს. იქნება კულისებს მიღმა ინტრიგები, ცილისწამება, ამიტომაც კუროებმა თავიანთ მეგობრებთან და სანდო კოლეგებთან ურთიერთობისასაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მოტივირებულ კუროებს, რომლებიც მზის ქვეშ თავიანთ ადგილს მტკიცედ იცავდნენ, ახლა შესანიშნავი საშუალება მიეცემათ მდგომარეობა გაიმყარონ ან თავიანთი თანამდებობა უფრო პრესტიჟულით შეცვალონ.

მაიმუნის წელიწადი კუროებს დასვენების დროს არ დაუტოვებს. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწევენ ის კუროები, რომლებიც გუნდს ხელმძღვანელობენ. შემოქმედებითი პროფესიის კუროები ნაკლებად წარმატებულნი იქნებიან. კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელსაყრელი თვეებია აპრილი და მაისი.

მაიმუნის წელიწადში ტყუპების კარიერული გზა რთული და ეკლიანი იქნება. მას ბევრი მოშურნე ყავს, რომელთაც წლის დასაწყისიდანვე ტყუპების სტაბილური მდგომარეობა და კარგი შემოსავალი მოსვენებას არ აძლევს. მათ წინააღმდეგ მიმართული ზოგი მოქმედება  „წარმატებული“ გამოდგება და ამ უკანასკნელთ რთულ სიტუაციაში ჩააყენებს, როდესაც იძულებული გახდებიან ახალ თანამდებობაზე უარი თქვან და უკან დაიხიონ. ასეთი რთული სიტუაციებიდან თავის ღირსეულად  დაღწევას ყველა ტყუპი ვერ მოახერხებს და ისინიც კი, ვინც შედარებით დაუზარალებლად გამოვა, ამისთვის ერთგული მეგობრებისა და თანამებრძოლების მადლობელი უნდა იყოს. შემოდგომაზე ცის კაბადონზე უარყოფითად განლაგებული ვარსკვლავები ტყუპების კარიერულ განვითარებაზეც ნეგატიურად იმოქმედებს, რაც დოკუმენტაციასთან, შემოწმებებსა და ფულად მაქინაციებთან დაკავშირებულ ახლადშექმნილ პრობლემებში გამოიხატება. ამ ყველაფერმა შესაძლოა სამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს. 2016 წლის მაისსა და ივნისსში ტყუპების კარიერულ ზრდაში წინ მიმართული მკვეთრი ნახტომი დაფიქსირდება.

კარიერის თვალსაზრისით კირჩხიბისთვის 2016 წელი საკმაოდ პოზიტიური იქნება. ახალი წლის პირველივე დღეებიდან კირჩხიბები საკუთარი ძალების რწმენითა და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღების სურვილით აღსავსე იქნებიან. 2016 წლის ბოლოს კირჩხიბები გააცნობიერებენ, რომ თავიანთი ოცნებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამ წლის ნაკლებად ხელსაყრელი თვეები იქნება თებერვალი და აპრილი.

 ლომებს შედარებით ნორმალური, თუმცა მაინც საკმაოდ რთული წელი ელით. შრომის შედეგების თვალნათლივ დასანახად მათ დიდი მოთმინების გამოჩენა და წლის დასაწყისიდანვე უამრავი მუშაობა მოუწევთ. საქმისადმი მხოლოდ ასეთი მიდგომის შემთხვევაში შეძლებენ ლომები დაგეგმილის მიღწევას და წელიწადის აქტივში ჩაწერას. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ლომები ირგვლივ ვერც თანამოაზრეებს შემოიკრებენ და არც ახალი, ნათელი იდეები ექნებათ, თუმცა აღმასრულებელ და ორგანიზატორულ სამუშაოებს უმაღლესი ხარისხით შეასრულებენ, რაც მათ მენეჯერებს ლომის უფრო მაღალ ორგანიზაციულ თანამდებობაზე გადაყვანისკენ უბიძგებს.  უფრო წარმატებული იქნება წელი შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. კარიერის განვითარებისთვის ხელსაყრელი თვეები 2016 წელიწადში მარტი და აპრილია.

 ქალწულებს, ვინც 2015 წელი შედარებით ფუჭად გაატარა, ახლა საქმიანი აქტიურობის დრო დაუდგება. მათ გაუჩნდებათ შეგრძნება, რომ ერთ ადგილას დგანან და სულ უფრო ღრმად ეფლობიან ყოველდღიური პრობლემებისა და საზრუნავის ჭაობში, რაც ქალწულებისთვის საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაა. ფინანსური სიტუაციაც აშკარად მიგანიშნებთ, რომ დროა საკუთარი თავის განვითარებას საფუძვლიანად მიხედოთ.

2016 წელს სასწორები ცხოვრების ხარისხიანად შეცვლისთვის განეწყობიან. არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება სასწორთა მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა და ისინი დასახული მიზნების მისაღწევად რისკზეც წავლენ და ერთი შეხედვით უგუნურ საქციელსაც არ მოერიდებიან. მიზანი კი სასწორს ერთი აქვს – საკუთარი თავისა და ახლობელთა საუკეთესოდ უზრუნველყოფა. ამ ყველაფრის მოსაპოვებლად სასწორი აკრძალულ მეთოდებსა და მანევრებსაც გამოიყენებენ.  დიდ ავტორიტეტსა და წონას მოიპოვებენ ის სასწორები, რომლებიც გონებრივი შრომით არიან დაკავებულნი და ახალ იდეებს მათ წარმატებულ რეალიზაციას უთავსებენ.  სასწორთა გეგმების რეალიზაციისთვის ხელსაყრელი თვე სექტემბერი იქნება.

მორიელებს „საგამოცდო“ წელი ელოდებათ. ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ადრე გვერდს უვლიდა, ახლა ზვავად დაატყდება თავს და მოუტანს უამრავ შემოწმებებს, ინსპექციებს და ავისმსურველთა გააქტიურებასაც, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფეხქვეშ მიწას უთხრიან მათ. ნაკლებ სავარაუდოა, ამ რთული სიტუაციიდან მორიელებმა უდანაკარგოდ დააღწიონ თავი.

ბედი მათ მხოლოდ შემოდგომაზე გაუღიმებს, როცა გამოუჩნდებათ მეგობრები და მფარველები, ვისაც მათი შრომისუნარიანობის, კარგი შემსრულებლობისა და წარმოუდგენელი აქტიურობის შესახებ მშვენივრად მოეხსენება და ამიტომ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში მონაწილეობისთვის მიიწვევენ. მორიელის კარიერის განვითარებისთვის ხელსაყრელი თვეები ნოემბერი და დეკემბერი იქნება.

მშვილდოსნებს არცთუ მრავალფეროვანი, მაგრამ საკმაოდ პოზიტიური წელიწადი ელით. მათ უკვე დიდი ხნის წინ შეიქმნეს უმაღლესი დონის სპეციალისტის, გონიერი ხელმძღვანელისა და პასუხისმგებელი შემსრულებლის ავტორიტეტი, რომელიც მენეჯმენტისა და დაქვემდებარებულებისთვისაც ერთნაირად მისაღებია. განსაკუთრებული წარმატება და აღმასვლა მშვილდოსნებს ბიზნესის იმ სფეროში ელოდებათ, სადაც ღრმა ანალიზი და გათვლები, დაგეგმვა და სტრატეგიული გეგმების დალაგებაა საჭირო. ვარსკვლავები მშვილდოსნებს მთელი წლის განმავლობაში მფარველობენ, ამიტომაც ზოდიაქოს ეს ნიშნები ყველა რევიზიისა თუ შემოწმების ღირსეულად გავლას შეძლებენ.

თუ რაიმე მიზეზის გამო მშვილდოსნებმა სამსახურის შეცვლა გადაწყვიტეს, აჯობებს ეს შემოდგომაზე გააკეთონ, როცა მათი კარიერული განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო დგება.

კარიერული განვითარების კუთხით თხის რქებს საკმაოდ მძიმე წელი ელით. საქმე ისაა, რომ პირადი ცხოვრებითა და საყოფაცხოვრებით პრობლემების მოგვარებით გადატვირთული თხის რქები უბრალოდ ვერ შეამჩნევენ მათ წინაშე გადაშლილ პერსპექტივებს და მათ ადგილს სხვა, უფრო წარმატებული ნიშნები დაიკავებენ. სფერო, რომლის ათვისებასაც გადაწყვეტენ, კონკურენტებით სავსეა. ეს შეგრძნება ზოგიერთ თხის რქას გულს აუცრუებს და ყურებს დროზე ადრე ჩამოყრიან. 

განვლილი წლის შეფასებისას თხის რქებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ წელი წარმოუდგენლად რთული, მაგრამ საბოლოოდ მაინც წარმატებული იყო. წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეები თხის რქის კარიერისთვის ივლისი და აგვისტოა.

მერწყულებს საკმაოდ წარმატებული წელი ექნებათ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი იქნებიან ძალიან ენერგიულები, მაგრამ თავიანთ იდეებს განხორციელებამდე ვერ მიიყვანენ. 2016 წელს მერწყულებს პერსპექტიული და კრეატიული ადამიანები და ისეთი იდეები მიიზიდავთ, რომლებიც მათ წარმატებას მოუტანთ.  საზოგადოებრივი აღიარებაც დიდხანს არ დააყოვნებს და წლის ბოლოსთვის მერწყულთა ნიჭზე ხალხი ალაპარაკდება. ეს ნამდვილი ოქროს ხანა იქნება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის.

განსაკუთრებით წარმატებული თვეები მაიმუნის წელიწადში მერწყულისთვის იანვარი და ოქტომბერი იქნება.

თევზები მაიმუნის წელიწადს შემოსავლის ახალ დონეზე გადასვლის, თავიანთი კვალიფიკაციის სამსახურის შოვნის მტკიცე სურვილით შეხვდებიან. თევზები პრინციპულად პატივმოყვარეები არიან და 2016 წელს მათ კარიერულ ზრდაში ეს თვისება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ზოდიაქოს ამ  ნიშნის წარმომადგენლები მათთვის შესაფერისი სამსახურის ძებნას დაიწყებენ, საკუთარ თავზე მუშაობასაც შეუდგებიან და საკუთარი სიძლიერის რწმენისა და ცოტა თავხედობის წყალობით ძალიან პრესტიჟულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოხვდებიან. დაბრკოლებებმა ზოგიერთი თევზი შეიძლება კიდეც შეაშინოს.   კარიერული წინსვლისთვის არახელსაყრელი თვეები 2016 წელს ოქტომბერი და ნოემბერია.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი