კაშხალი ააშენოთ კი არა, გზა ვერ დააგეთ! - ქუთაისში მიტოვებულ საგზაო სამუშაოებს აპროტესტებენ
ქუთაისში, აღამშენებლის ქუჩაზე შეჩერებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ. გოგი წულაიას თქმით, თვეებია გზა გადათხრილი და მიტოვებულია. მიზეზი კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადაუხდელობაა.
შეჩერებული სამუშაოების გამო პრობლემა ენება, როგორც მოსახლოებას, ასევე ათეულობით ბიზნესობიექტს.
"გუშინ იყო აქცია ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, რადგან გვეუბნებიან, კაშხალი უნდა ავაშენოთო. კაშხალი კი არა, გზა ვერ დააგეთ, თქვენ გენდოთ ჩემი მტერი. სამუშაოები 7 თვის წინ დაიწყო და არ დასრულებულა. მოსახლეობა ცუდ მდგომარეობაშია, ასევე ცუდ დღეშია ათობით ბიზნეს ობიექტი. მიტოვებულია სამუშაოები, კომპანია დასაქმებულებს ხელფასს არ უხდის. კეთილი ინებონ, აუხსნან მოსახლეობას, რამდენ ხანს უნდა იყოს? ერთი ადამიანი არ მუშაობს ადგილზე და როდის დასრულდება? მოვუწოდებ მთავრობას, გზები დაასრულონ და ნამოხვანი მერე ააშენონ", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი