|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სასულეების" მოწესრიგებისთვის მერია 14 990 ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია ტენდერს კარსტრული ხვრელების, ე.წ.  სასულეების ყელის მოსაწყობად აცხადებს. სამუშაოები პეტრიწის ქუჩაზე ჩატარდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად ქალაქის მერია 14,990 ლარს ასახელებს.


 შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადაა  2 წელი, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სასულეების მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა დაიწყოს და 30 სამუშაო დღეში დასრულდეს.

პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს მცოცავი მიწის -ე.წ. სასულეების პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ და დახმარების თხოვნით თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა