|
  • EUR 1 = GEL 3.8292
  • USD 1 = GEL 3.2897
|

კახა ჩხეტიანი "ტორპედოდან" წავიდა

"კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" აღარ გაწვრთნის. მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა"- ინფორმაციას "ტორპედო" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს გაწეული საქმიანობისათვის. 

"კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს "ტორპედომ" ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში...

"ტორპედო" მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის!"- წერია "ტორპედოს" გვერდზე

ავტორი: ნიუპრესი