|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა დვალიშვილი: "თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ"

დატოვებს თუ არა თანამდებობას  ქუთაისის  საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ამის შესახებ "ნიუპრესს" კახა დვალიშვილი ესაუბრა.

„პარტიის გადაწყვეტილება ეხება არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემები შეიქმნას ჩვენგან. რაც შეეხება თანამდებობების დატოვებას, მიღებული  გადაწყვეტილება მხოლოდ პარლამენტის წევრებს ეხებათ, საკრებულოს დონეზე მსგავსი მოთხოვნა არ დასმულა,  ჩვენ  ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ“,- განუცხადა "ნიუპრესს" კახი დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო "ეროვნულმა ფორუმმა". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის,  გუბაზ სანიკიძის თქმით, პარტიის წევრები თანამდებობებსაც დატოვებენ. გუბაზ სანიკიძე, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტს იკავებს.  კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება  მანამდე  "რესპუბლიკელებმა" მიიღეს, თუმცა ისინი  ჯერჯერობით თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე