|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კალაძემ სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა (R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა  კახა კალაძემ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"გუშინ, მაგალითად, ჩვენს აქტივისტებს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ყოფილი გამგებელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საავადმყოფოში არის მოთავსებული.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, უარი ვთქვათ ძალადობაზე და როგორც ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და იქ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა"-განაცხადა კალაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა