"კეთილი ინებონ, გზები გააკეთონ და ჯიპების ყიდვას თავი დაანებონ"
კეთილი ინებონ, გზები გააკეთონ და ჯიპებისა ყიდვას თავი დაანებონ - აცხადებს გოგი წულაია. ის ქალაქის მერიის მიერ ჯიპების შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება.
წულაიას თქმით, ქუთაისში ზოგან ისეთი გზებია, მართლაც საჭიროა ჯიპებით სიარული, თუმცა, მისი თქმით, საჯარო მოხელეებმა უარი უნდა თქვან სახელმწიფო მანქანებზე და საკუთარი ხარჯით იმოძრაონ.
"ქუთაისში ზოგან ისეთი გზებია, კი არის საჭირო ჯიპებით სიარული. მარტო რუსთაველი და რამდენიმე ქუჩა ხო არ არის ქუთაისი. კეთილი ინებონ და გზები გააკეთონ, ჯიპების ყიდვას კი თავი დაანებონ. თავხედობაა, რომ ჩინოვნიკები ხალხის ფულით საკუთარ კომფორტს იწყობდნენ, ჯიბის შეძენა, თეთრი იქნება ეს შავი, მიუღებელია, რადგან მაღალი გამავლობის მანქანებს მეტი ხარჯი აქვს. ევროპას თუ გვინდა დავემსგავსოთ, საერთოდ უარი უნდა თქვან ჩინოვნიკებმა სახელმწიფო მანქანებზე და თავისი ხარჯებით იარონ" , - განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ 2 მაღალი გამავლობის ჯიპის შეძენის მიზნით 62 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ფოტო: არქივი
ავტორი: ნიუპრესი