|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა აადვილებს მის განკურნებას

ონკოდაავადების შესახებ  მოსახლეობის ცოდნის გაუმჯობესების გზით სტიგმის დაძლევა, არის პირველი ნაბიჯი დააავადების დამარცხებისაკენ. ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში იზრდება. მაგრამ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იზრდება.

„ონკოლოგიური სიფხიზლე“, ეს არის   მთავარი გზავნილი, რომელსაც  უცხო ქვეყნის მედიკოსები ქართველ კოლეგებს უზიარებენ.

როგორც ისინი მიუთითებენ, სწორედ კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული ჩარევა იძლევა მისი ეფექტური მკურნალობის საშუალებას.  ეს კი, შესაძლებელია მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა აქტიური ჩართულობით. ამიტომაც ხორციელდება პროექტი „ოჯახის ექიმების განათლება ონკოლოგიის საკითხებზე“.   პროექტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიაში, რათა სამომავლოდ მათ უკეთ შეძლონ მოსახლეობის ინფორმირება კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის თაობაზე და უშუალოდ ჩაერთონ კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენაში.

პროექტი ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“, „ონკოპრევენციის ცენტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის - „თანადგომა“ თანამშრომლობით.  მის ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა