|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კიდევ ერთი სართული თუ დაადგეს, ბაგრატს ჩამოეფარება"

"გუშინ ქუთაისში ვიყავი, ჰოდა აღმოვაჩინე, რომ ბაგრატის დიდებული ხედით, რომელიც სამხრეთიდან ჩანს,  მალე ვეღარ დატკბებით. მშენებლობაა გაჩაღებული და კიდევ ერთი სართული თუ დაადგეს და ეტყობა,  დაადგამენ,  ჩამოეფარება ბაგრატს. თავად ნახეთ, ფოტოზე კარგად ჩანს ბაგრატის წინ მშენებარე ნაგებობა"- წერს სოციალურ ქსელის მომხმარებელი კახა ხიმშიაშვილი და ქუთაისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

სახლი ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე შენდება, მას შპს "სიტი კონტრაქშენი" აშენებს. პროექტზე მითითებული 5 სართულის ნაცვლად უკვე 6 სართული აშენებულია.

როგორც ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ "ნიუპრესს" განუცხადა, არსებულ პროექტში ცვლილება შევიდა და კომპანიას დამატებით ერთი სართულის აშენების ნება მიეცა. მისივე განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში სართულის დამატებაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, კორპუსს მეტი სართული აღარ დაემატება.

 შეგახსენებთ, იმავე უბანში, თამარ მეფის ქუჩაზე  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ "სახლი #1"-ს სართულების დამატებაზე უარი უთხრა. მიუხედავად სააგენტოს ამ პოზიციისა, კომპანიამ სართულები მაინც ააშენა, რის შემდეგაც მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სისრულეში ამ დრომდე ვერ მოიყვანა.

იმ დროისათვის მერიაში განმარტავდნენ, რომ ისტორიულ უბანში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა წინა მერის დროს გაიცა და გიორგი ჭიღვარიას მერობის დროს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდებოდა. 

,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა