|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადადგა უგუნური ნაბიჯი და გააძვირა სიგარეტები" -გოგი წულაია

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია თამბაქოს გაძვირებას  აპროტესტებს. ის დღეს გაუქმებულ პარლამენტის შენობასთან მივიდა და ხელისუფლებას აქედან მიმართა. მისი თქმით,  ხელისუფლება ხელს კონტრაბანდას უწყობს, რის საჩვენებლადაც უაქციზო სიგარეტი დემონსტატიულად მოწია. 

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადადგა უგნური ნაბიჯი და გააძვირა სიგარეტები.   არადა,  წინა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ გაძვირების გამო სიგარეტის გამოყენებას საქართველოში თავი არავინ დაანება, დაიწყეს უფრო უხარისხო პროდუქციის შეძენა, თუთუნის მოწევა, რითაც კიდევ უფრო მეტად გაიუარესეს ჯანმრთლობა. ვერც ბიუჯეტის შემოსავლები  გაიზარდა ამით, რადგან გაიზარდა კონტრაბანდა"- აცხადებს წულაია.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი, ქვეყანაში ააღორძინონ თუთუნის მოყვანის ტრადიცია, რითაც პროდუქციასაც შექმნიან და ადამიანებსაც  დაასაქმებენ. მისი თქმით, ამავე სამუშაოებისათვის ადგილობრივი მცხოვრებლები უცხოეთში დადიან სამუშაოდ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა