|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კლასელის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წელი მიესაჯა

კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ლერი თედორაძე საქმეს რამდენიმ თვის განმავლობაში განიხილავდა.

 ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს.

დაცვის მხარე საქმის 108-ე მუხლით გადაკვალიდიცირებას მოითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლასელის მოკვლა განზრახული არ ქონდა და ფაქტი ჩხუბს მოყვა.

მსჯავრდებულის ადვოკატის ირაკლი შენგელიას განცხადებით, სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა, მატერიალური სამართლის არასწორად გამოყენებით.  მისი თქმით, განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრდება.

ბრალდების თანახმად, ივა ტორაძემ გასული წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა