|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბუბა ჩივაძის საქმის გამოძიებას ითხოვს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბუბა ჩივაძის საქმის გამოძიებას ითხოვს.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით“, - აცხადებს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის".

ცნობისთვის, გუშინ, 5 აპრილს,  ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა. ჟურნალისტმა საავადმყოფო გუშინვე დატოვა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩივაძე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გულისხმობს. 

თავის მხრივ, ბუბა ჩივაძე  პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქუთაისის მერის ნათესავებისა და მეგობრების ბიზნესინტერესების თემაზე მუშაობდა, რის გამოც ალაქის მერიაში ამიტომ არ შეუშვეს.

 ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელად საჭირო გახდა საშვის მიღება, თუმცა ამ წესის ამოქმედების შესახებ მედიისათვის ინციდენტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ავტორი: ნიუპრესი