|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატივისა და ღირსების შელახვის გამო პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს"

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 

"2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.


საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის.

შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა.


ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.


ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.


ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას"- ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განმცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 2011 წლის აპრილში შეიქმნა. კოალიციის მიზანია ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა.

 კოალიციის წევრი ორგანიზაციებია:

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი;
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის“;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია;
  • რეგიონული მაუწყებლების ქსელი;
  • ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია;
  • მედიაკლუბი;
  • ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო“
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა