|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კობა ნარჩემაშვილი ალეკო ახალაძეზე - "მე მისი პოლიტიკური შეხედულებები არ მაინტერესებს"

 ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ახალაძის  განცხადებამ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს და "ჩანერგილი სპეცრაზმელები" მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ  თვალში, რათა ამას რევოლუციური პროცესები მოჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს ეთქვათ, “თვალები დაგვთხარესო”, -  მედიის ყურადღება მიიქცია. 

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ამავდროულად პარლამენტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის სამაჟორიტარო  ბიურის უფროსია. კითხვაზე,  რამდენად თანხვედრაშია მათი შეხედულებები ერთმანეთთან, კობა ნარჩემაშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, რომ მისი ბიუროს უფროსის პოლიტიკური შეხედულებები არ აინტერესებს. 

"მე მისი პოლიტიკური შეხედულებები არ მაინტერესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მისი პროფესიული მხარე ბიუროში მუშაობისას. ის არის დამოუკიდებელი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოში, აკეთებს ისე, როგორც მიაჩნია სწორად", -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

რაც შეეხება ნანა კოსტავას საკითხს, ნარჩემაშვილი იზიარებს ახალაძის პოზიციას და თვლის, რომ ნანა კოსტავამ საკრებულო არ უნდა დატოვოს.  

"ნანა კოსტავას თუ დაუჭირა მხარი, ძალიან კარგი. მან დაგმო მისი მოქმედება, მაგრამ რასაც ითხოვენ, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, მიუღებელია.  რაც კოსტავამ დაწერა სოციალურ ქსელში, მას ბოდიში უნდა მოეხადა, მან ზღო ამისთვის და დატოვა ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი, მაგრამ არავის აქვს უფლება არჩეულს მოთხოვონ წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვება.  ის, რომ ე. წ. სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკური დაკვეთით ითხოვენ დატოვოს საკრებულო, მიუღებელია, იქნებ, საქართველოდან გასახლებაც მოითხოვინ?"-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. 

როგორც ცნობილია, კობა ნარჩემაშვილს ალეკო ახალაძესთან ახლო ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა