|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კოკა-კოლას" შემოწირულობის სანაცვლოდ ქუთაისში მუზეუმის ყოფილ შენობას გადასცემენ"

"კოკა-კოლას შემოწირულობის სანაცვლოდ ქუთაისში მუზეუმის ყოფილ შენობას გადასცემენ" - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია" წევრი გიგა შუშანია აცხადებს. ის "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სახელმწიფო ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას პირდაპირი წესით ასხვისებს ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე. მისივე თქმით, ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩანიშნა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილველი. შუშანია გადაწყვეტილებას ბიზნესმენის მიერ ზურაბიშვილის ფონდში ჩარიცხულ თანხას უკავშირებს და ამბობს, რომ სანაცლოდ ტერიტორიის დაჩქარებული წესით, ფორსირებულად გადაცემა იგეგმება.

,,თემურ ჭყონია და კოკა-კოლა ერთი წელია ითხოვს ამ ტერიტორიის გადაცემას, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ახლა გადაწყვიტა დაჩქარებული წესით გადასცეს შენობა ბიზმენსმენს, რადგან კომპანია "კოკა-კოლამ" სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა. სწორედ ამის სანაცვლოდ, მთავრობამ გადაწყვიტა ტერიტორიის გადაცემა, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია" , - ამბობს გიგა შუშანია.

 ქუთაისის საკრებულოში ადასტურებენ, რომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ნამდვილად გაიმართება, სადაც ერთი საკითხი განიხილება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა