|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო პროცესს იმერეთის რწმუნებული გაეცნო

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" საწარმოო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
სამუშაო პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კომპანიის მენეჯმენტსა და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად, პირადად დაათვალიერა. მათ შორის "ფაბრიკა 29"-ს, "ითხვისისა" და "დარკვეთის" მაღაროებს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო, თუ რამდენად არის დაცული კომპანიის ობიექტებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ისეთი კომპანიების მუშაობა, როგორიც "ჯორჯიან მანგანეზია", ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თავის დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციას ასრულებს.
"ასეთი კომპანიების მუშაობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს. თავისთავად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს, რაც დასაქმებულთა უსაფრთხოებას, მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პირობა იყოს დაცული", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
"ჯორჯიან მანგანეზის" საოპერაციო დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, შესაბამისი აღჭურვილობა - რესპირატორები და ხელთათმანები - კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგდა.
მისივე განმარტებით, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება.
"დარიგებულია პირბადეები, ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტი სველი წესით მუშავდება, ასევე გამოყოფილია დამატებით სამარშუტო ტაქსები, რათა კომპანიაში დასაქმებულთა გადაადგილება შეუფერხებლად მოხდეს. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები, როგორი ეფექტურიც იყო დღემდე, ასევე გაგრძელდება. ქვეყანა კი მცირე პერიოდში დაძლევს ამ გამოწვევას", - განაცხადა ლომინაძემ.
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა