|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონკურსი ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს  ბლოგერებისა და ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის საშუალებით შერჩეულ ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს ექნებათ შესაძლებლობა 2015 წლის 16-19 ოქტომბერს დაესწრონ საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალს Giffoni Georgia 2015.
ფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ტარდება, მასში 7 ქვეყნის 500 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა თაობების ურთიერთკომუნიკაციის ხელშეწყობა. 4 დღიანი პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს. მოზარდები ფესტივალის დღეებში შეხვდებიან კინემატოგრაფიის სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს.
 
ბმული:
 https://docs.google.com/forms/d/1JcnKyFG4nWDYdaZO--gwF7ZI280UdbHT0mUKiKIGYxQ/viewform

გამომცხადებელი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა- 25.09.2015

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა