|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

ეგრედ წოდებულ "კორკების სპეცოპერაციის " საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განაჩენი დღეს გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ცააძეს და ირაკლი ფირცხალავას 12 -12 წელი  თავისუფლების აღკვეთით მიესაჯათ.  განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში ერთ პუნქტში გამართლდა და ორში გამტყუნდა გიორგი ცააძე. მას საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, იგი ცააძის მსგავსად გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და მასაც საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც როგორც ცნობილია ქვეყანაში არ იმყოფება უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლო გადაწყვეტილებით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა