|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, “ლამბდა” შტამი ვრცელდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის ახალი, “ლამბდა” შტამის გავრცელების შესახებ საუბრობს.

პანდემიის მიმდინარეობაზე WHO-ს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსმა მარია ვან კერკხოვემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციურად საშიში შტამის გავრცელება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც ვირუსის ევოლუციას აკვირდება:

“ლამბდა” შტამი ვრცელდება რიგ ქვეყნებში, ძირითადად ამერიკაში, თუმცა ამ დროისთვის, ის 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.” – განაცხადა WHO-ს ექსპერტმა. მისი თქმით,  ჯანმო-მ ივნისში წარმოადგინა შტატების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ვერსიის გავრცელების თვალსაზრისით, ყურადღებას საჭიროებს და მის განაწილებას მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან.

შეგახსენებთ: წინა თვეში ბრაზილიელმა ექიმებმა და მეცნიერებმა აღწერეს კორონავირუსის შტამი სახელწოდებით – “ლამბდა”, რომელიც შეშფოთებას იწვევს მისი სწრაფად გავრცელების უნარის გამო.

კორონავირუსის “ლამბდა” შტამი, იგივე ლათინოამერიკული ვარიანტი პირველად 2020 წლის ბოლოს ჩილეში, პერუში, ეკვადორსა და არგენტინაში დაფიქსირდა.

ამის შემდეგ ის მსოფლიოს 27 ქვეყანაში აღმოაჩინეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ორი კვირის წინ შტამი დაფიქსირდა ავსტრალიაშიც. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა