|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსით იმერეთში კიდევ 35 ადამიანი დაინფიცირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 258 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 132 შემთხვევა, აჭარაში - 7, იმერეთში - 35, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც იმერეთის საავადმყოფოებში 404 ადამიანი მკურნალობს.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 344 პირი, მათ შორის იმერეთში - 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 96 პირი, მათგან  იმერეთში - 9.

231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში.

1 303 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ქვეყანაში ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა