|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს ქუთაისის კლინიკაში უმკურნალებენ

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი საფრანგეთიდან არის ჩამოსული. ის კარანტინში იმყოფებოდა და ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

გუშინ კლინიკაში ანალიზები რვა პაციენტს აუღეს, მათგან შვიდი უარყოფითია.

კლინიკაში დღეს ვირუსის სიმპტომით ერთი პაციენტი იმყოფება, მას ანალიზებს აუღებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა