|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კოვიდ-19-ის 777 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 50 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში - 36, იმერეთში -66.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 - აჭარაში.

4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა