|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის მინისტრის პრესკონფერენციაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს

გადაწყვეტილება სამინისტორებში გამართულ ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის არ დაშვების შესახებ მთავრობის ადმინისტრტაციაში მიიღეს - ამის შესახებ  ტვ. პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს.

ის კულტურის სამინისტროში მინისტრის პრესკონფერენციაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენების არ დაშვებას ეხმიანება და მომხდარის შესწავლას სახალხო დამცველს თხოვს.  

"კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს, სავარაუდოდ, ისევ ჰგონია, რომ კულტურის სამინისტრო არის მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ეს არის საჯარო სივრცე, სადაც ჟურნალისტებისათვის საჯარო დაშვება უნდა იყოს შეუზღუდავი. დღეს მან გამოყარა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციიდან, რომელიც იყო ღია ღონისძიება და დაუშვა მხოლოდ სამთავრობო მედია.

გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სამინისტროებში ჟურნალისტების არ შეშვების გადაწყვეტილება,  მიღებული იყო 13 ნოემბერს, სავარაუდოდ,  მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, ნინო გიორგობიანთან გამართულ თათბირზე. თუ ასე არ იყო, მაშინ გამოვიდეს და განმარტოს, რას უკავშირდება ჟურნალისტების გამოყრა ქუჩაში.

ასევე,ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომ მოახდინოს ამ თემაზე რეაგირება. ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა მედიის წინააღმდეგ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა", - განაცხადა  ნოდარ მელაძემ. 

 დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროში მინისტრის თეა წულუკიანის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. პრესკონფერენციის გასაშუქებლად მისული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა