|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კვერცხების და ცოცხების სროლით გამოიჩინა თავი" - ნუგზარ ხუციბერიძეს თანამდებობაზე ნიშნავენ?

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სოციალურ ქსელში უცენზურო და შეურაცხმყოფელი პოსტების გამო ქუთაისის მერმა თანამდებობიდან გადააყენა, ამჯერად ქუთაისის მერიის მიერ შექმნილ სატრანსპორტო კომპანიაში უფროსის მოადგილედ ინიშნება, -ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ავრცელებს. როგორც შუშანია წერს, ხუციბერიძემ თავი კვერცხების და ცოცხების სროლით გამოიჩინა.

"ჩემი ინფორმაციით, ამ ზონდერს, ნუგზარ ხუციბერიძეს ნიშნავს ქუთაისის მერი ახალშექმნილ ტრანსპორტის კომპანიაში მოადგილედ. ცოტა ხნის წინ ამ უმსგავსო გამოხტომისთვის თვითონვე მოხსნა ცოტა ხნის წინ და ფეისბუქზეც ეს შეფასება გაუკეთა. ეხლა კვერცხების და ცოცხების სროლით გამოიჩინა თავი და ეტყობა ხარკი უნდა გადაუხადოს და უკან მიაქვს თავისი სიტყვები. აი ასეთი "პრინციპული" მერი ყავს ქუთაისს,  მალე ნანა კოსტავასაც აღადგენს ფრაქციის თავმჯდომარედ და ეგაა" -წერსა გიგა შუშანია სოციალურ ქსელში.  

 შეგახსენებთ,  20 ივნისის დაშავებულების შესახებ ხუციბერიძემ  სოციალურ ქსელში დაწერა: "რა უნდოდა შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ". აღნიშნულ პოსტს მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოყვა.  გასული წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ ოპოზიციის წინაააღმდეგ მოწყობილ აქციებში ხუციბერიძე აქტიურობით გამოირჩეოდა.  როგორც შუშანია აცხადებს, სწორედ ეს აქტიურობა დაუფასა მას პარტია. 

ქუთაისის მერიაში ინფორმაციას ხუციბერიძის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ჯერჯერობით არც უარყობენ და არც ადასტურებენ. 

ცნობისთვის,  მერიის ააიპ "ქუთაისის სატრანსპორტო კოპმპანიაში" ხელმძღვანელების წარდგენა ხვალ მოხდება. ააიპის უფროსის პოსტზე გიორგი ჭიღვარია გიორგი გიორგობიანს წარადგენს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა