|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლადო მესხიშვილის თეატრთან 2 წლის წინ დაზიანებული საინფორმაციო დაფა ამ დრომდე არ შეკეთდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ საინფორმაციო დაფა ორი წლის წინ დააზიანეს. 2016 წელს მომხდარი ვანდალური ფაქტის შემდგომ პოლიციამ მოკვლევა დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დამნაშავე ნაპოვნი არ არის. 

მცირე სცენის შესასვლელთან არსებულ საინფორმაციო დაფაზე ჩამსხვრეულია მინები.

თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში ვერ მოხდა დაზიანებული დაფის აღდგენა, თუმცა განმარტავს, რომ მისი შეკეთება მაისში მოხდება. მისივე  თქმით, თეატრში გარკვეული ფართი გაქირავდა, ახალი მეიჯარე კი დაზიანებულ დაფას სრულად აღადგენს. 

 მსგავსი ფაქტები ქუთაისში არც თუ იშვიათად ფიქსირდება, თუმცა დამნაშავე ჯერ არ გამოუვლენიათ.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა