|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში „თეთრი ბაირაღების“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 30–31 მარტს თეატრში სპექტაკლის „თეთრი ბაირაღები“ ჩვენება გაიმართება.

ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა დადგა.

„ჩვენი ქალაქი სიახლის წინაშე დგას, გაიმართება „თეთრი ბაირაღების“ პრემიერა. „საბრალდებო დასკვნა“–ამ სახელწოდებით სპექტაკლი არაერთხელ დადგმულა თეატრში, ახლაც სიახლეები არის იმ მხრივ, რომ რელიგიური საკითხებია შეტანილი. ძირითადი ხაზი იგივეა, მაგრამ არის გადაწყვეტაში ცვლილებები, ზოგისთვის მისაღები იქნება, ზოგისთვის მიუღებელი, მაგრამ თემაა მარადიული, მშვიდობის, კაცთმოყვარეობის და უფლის დიდების. იუმორი და მხიარულება ტრაგიკულ ფონზეც მიმდინარეობს. გარდა საკნის სცენებისა, არის გარე სცენებიც, თავიდან გვინდოდა ფილმად გადაგვეღო, მაგრამ ამგვარად გადაწყდა“,–განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.

სპექტაკლში სხვადასხვა თაობის მსახიობები თამაშობენ, ზაზა ნაკაშიძის როლს ახალგაზრდა მსახიობი თორნიკე იმედაძე ასრულებს, რომელსაც სპექტაკში დებიუტი აქვს.

თორნიკე მარჯანიშვილის განცხადებით, სხვადასვხა თაობის მსახობები არაჩვეულებრივად თამაშობენ, ამიტომ, რომ არ გადაფარულიყო მათი შესრულების ტექნიკა, რეჟისორის გადაწყვეტილებით, მუსიკაც დოზირებითაა წარმოდგენილი. გამოყენებულია კომპოზიტორ ზაზა კილასონისა მუსიკა, სპექტაკლის მხატვარია მამუკა ტყეშელაშვილი.

სპექტაკლი თეატრში 19:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა