|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარი 20 წლის ხდება

2 ოქტომბერს ეროვნული ვალუტა 20 წლის ხდება. 1995 წლის შემდეგ ლარმა რამდენიმე ცვლილება განიცადა.

ლარის იუბილის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და  ლარის მდგომარეობის ამსახველი ცხრილს აქვეყნებს.

"რამდენიმე დღეში ლარი 20 წლის გახდება. არ დავწერ, რა და როგორ. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის ეს ისედაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ეს ცხრილი მხოლოდ ერთ რამეს უჩვენებს, არის მხოლოდ ერთი სწორი გზა და ეს არის დასავლეთთან სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია," -წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე.

ცნობისათვის, დღევანდელი მონაცემებით, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარი 2.4170 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარი 2.54 ლარს აღწევს. ლარი იუბილეს 1,20 ლარიანი გაუფასურებით ხვდება.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა