|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს ავრცელებს. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4939 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4763 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0176 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0247 ლარი შეადგინა.

კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7256 ლარად იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი