|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდება

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 7 მაისს გაიმართება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს შეხვდა. მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.

ღონისძიებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდება. აქამდე სპორტის არც ერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია. ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა