|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ლეონარდო და ვინჩი“ - მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი იწყება

„ლეონარდო და ვინჩი“ - მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი იწყება. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.

ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია მოსწავლე გამომგონებელთა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2015 წლის კონკურსში გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს.

კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:

კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: leonardo2015@rustaveli.org.ge. საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმასა და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით  და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:rustaveli.org.ge

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა