|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან გოგიჩაიშვილი: “ჩვენ შეგვიძლია სწრაფი განვითარებით მივაღწიოთ მეტ კეთილდღეობას საქართველოში” (R)

 ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსსაბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს  განაგრძობს.

დოლიძის, იოსელიანის და ბალანჩივაძის ქუჩების მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატმაქართული ოცნებისსამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ ესაუბრა.

ქართულმა ოცნებამსწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით მოახერხა შედეგის მიღწევა; დღეს საქართველოს სტაბილური, უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია აქვს. “ქართული ოცნებისსწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკით მოხერხდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რამაც 500 მილიონიანი ევროპული ბაზარი გაგვიხსნა 28 ქვეყანასთან. გაღრმავდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაიზარდა აშშ-ის მთავრობის დახმარება საქართველოსთვის ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლების და მეცნიერების სფეროებში. გაფორმდა ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი.

"ქართული ოცნება" არის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია სწორად მართოს ქვეყანა.

დღეს ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს  და მეტი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ შეგვიძლია სწრაფი განვითარებით მივაღწიოთ მეტ კეთილდღეობას საქართველოში”. განაცხადა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსსაბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა