|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან კობერიძე ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოს ესტუმრა (R)

დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი მუხიანსა და გლდანში, ლევან კობერიძე, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოს ესტუმრა.

მაჟორიტარობის კანდიდატი  უმწეოთა ყოველდღიურ რაციონს გაეცნო. ამასთან,  არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„ჩვენი, როგორც მმართველი გუნდის ვალია, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ქვეყანა, იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ ოჯახში და რაც შეიძლება ნაკლები უფასო სასადილოები დაგვჭირდეს. მანამდე კი, ჩვენი, როგორც მმართველი გუნდისა და საზოგადოების ვალია, რომ არსებულ უფასო სასადილოებში ადამიანებს ღირსეულად მოვემსახუროთ“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა