|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლევან ხაბეიშვილს ე.წ. დეპუტატები ჯგუფურად, ტურებივით დაესხნენ თავს" -გრიგოლ ვაშაძე

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. ქუთაისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვაშაძემ  განაცხადა, რომ დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს.

"დღეს ე.წ. ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს ე.წ. დეპუტატები ჯგუფურად, ტურებივით დაესხნენ თავს, წაქეულს უმოწყალოდ ცემეს და მერე ქუჩურად განცხადებები გააკეთეს და თქვეს, ის მიიღო, რასაც იმსახურებდაო. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ამ ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ყველამ, მათ შორის ჩვენმა მოკავშირეებმა კარგად დაინახეს მათი სახე. მათ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ და რაც მეტ ძალადობას ჩაიდენთ, ყველა დაინახავს, რომ არა თუ ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთ, არამედ არ იმსახურებთ, საქართველოს მოქალაქის სახელი ატაროთ"_განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის,  თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. მას ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები თბილისის საკრებულოში გაუსწორდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა