|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Liloshop-ის თავის მოვლის საშუალებები [R]

ყველას განსხვავებულად ესმის „თავის მოვლა“, თუმცა დილა-საღამოს თითოეული ადამიანი რამდენიმე წუთს მაინც უთმობს საკუთარ სხეულს და წესრიგდება. თავის მოვლის საშუალებები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქციაა მსოფლიო ბაზარზე და ამ სფეროში ჩადებული ფული დიდ მოგებასთან ასოცირდება. 

ონლაინ მაღაზია Liloshop.ge-ზე თავის მოვლის ქვეკატეგორია მრავალფეროვანია. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის ეპილატორები, თმის საშრობები, თმის დასახვევები, ელექტროსაპარსები, თმის საკრეჭები, წვერისა და ულვაშის მოსაწესრიგებელი მოწყობილობები, სასწორები.

ეპილატორები

ეს აპარატი გვეხმარება არასასურველი თმა მოვიშოროთ სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან და უფრო თავდაჯერებული ვიყოთ. სწორედ ამიტომ პროდუქცია დიდი მოთხოვნით სარგებლოს, განსაკუთრებით ქალ მომხმარებლებს შორის. „ლილოშოპზე“ წარმოდგენილი ბრენდების (Philips , Braun) ეპილატორებს ბევრი ადამიანი ენდობა. ეს მოწყობილობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიჩქარეთა რაოდენობით, კვების წყაროთი, დიზაინით და გამოყენების წესით (კანი მშრალი უნდა იყოს თუ ნამიანი). ფასები განსხავებულია იმ სარგებლის მიხედვით, რისი მოტანაც თითოეულ მათგანს შეუძლია. 

თმის ფენები

თმა ჩვენი გარეგნობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მის მოვლას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. თმის ფენი დამხმარე ხელსაწყოა, ჩვენი თმა ისე გამოიყურებოდეს, როგორც გვინდა. „ლილოშოპზე“ თმის ფენების მრავალფეროვანი არჩევანია. აქ როგორც პროფესიონალი სტილისტი იპოვის საჭირო თმის ფენს, ასევე მომხმარებელი, რომელიც მის გამოყენებას სახლის პირობებში გეგმავს. თმის ფენები განსხავდებიან სიმძლავრის მიხედვით, ასევე როგორი საცმები (დიფუზორი, კონცენტრატორი) მოჰყვებათ მათ და ა. შ. ნაწილი მხოლოდ თმის გაშრობისთვის გამოიყენება, ხოლო ზოგიერთით ვარცხნილობის გაკეთებაც შესაძლებელია.

ელექტოსაპარსები

ბოლო ათწლეულია წვერის ტარება პოპულარულია მამაკაცებში, სწორედ ამიტომ წვერის მოვლა დღის წესრგიში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. წვერსაპარსი კი მათი მეგობარი ხდება. თავის მოვლის ქვეკატეგორიაში საკუთარი ნიშა აქვს ელექტროსაპარსებს. რამდენიმე ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. ფასიც განსხვავებულია მათი ფუნქციების მიხედვით. აქ ყველა იპოვის სასურველ წვერსაპარს, რომელსაც მოხერხებულად გამოიყნებს ყოველთვის, როცა დასჭირდება. მათ ასევე მოჰყვება გარანტია. 

თმის დასახვევები

ხვეული თმა ტოლს არ უდებს სწორ თმას და დიდი მოწონებით სარგებლობს ყველა ასაკის ქალში. თმის დასახვევი მოწყობილობები კი მარტივად აქცევენ კუკულებად ჩვენს სწორ თუ ტალღოვან თმას. Liloshop-ის ვირტუალურ თაროებზე სხვადასხვა ბრენდისა და მახასიათებლის თმის დასახვევია განთავსებული. ფასიც ხელმისაწვდომია და აქვს გარანტიაც. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ liloshop-ის ვებგვერდს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა